ახალი ამბები
"სამუშაოების დასაწყებად დავალება არ გაცემულა" - ქუთაისის ბულვარის რეკონსტრუქციის თარიღი კვლავ უცნობია
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ 5 წლის წინ უნდა განხორცილებულიყო, ისევ არ დაწყებულა.

რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომელმაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, ტენდერის გზით, თითქმის ერთი წლის წინ გამოავლინა.

ფონდში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ამ დრომდე დაწყების ხელის შეშლის მიზეზი პარკში განთავსებული შენობა-ნაგებობაა.

საუბარია კაფე-ბარ „სავანეზე“, რომლის შესაძლო დანგრევაზე ქუთაისის საქალაქო სასამრთლომ გადაწყვეტილებ დღეს უნდა გამოაცხადოს.

„პარკში უკანონოდ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც ხელს უშლის პარკის სამომავლო განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პარკის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად დავალება არ გაცემულა“,- ვკითხულობთ მგფ-დან "ქუთაისიპოსტისთვის" გამოგზავნილ საჯარო  წერილში. 

"ქუთაისიპოსტმა" მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ასევე, გამოითხოვა ესკიზი, რომლის მიხედვითაც ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს. 

ესკიზური პროექტის მიხედვით, განახლდება ბულვარში არსებული ორი შადრევანი და დაემატება კიდევ ერთი - ახალი ტიპის. 


ესკიზი მოწოდებულია მგფ-ს მიერ

ამასთან, განახლდება ცენტრალური კოლონადებიანი შესასვლელი და მას ორივე მხარეს შშმ პირთათვის დაემატება პანდუსიც.

ესკიზის მიხედვით, პარკის ერთ ნაწილში იცვლება გამაგრებაც. დაემატება 90 მეტრი სიგრძის და 20 მ სიგანის ხეივანი, სავალი ბილიკის განიერი ზოლი, რომელიც წვანე საფარით ნაწილობრივ დაიფარება.


ესკიზი მოწოდებულია მგფ-ს მიერ

ბულვარში დაგეგმილია ახალი სკამების, სანათების, ნაგვის ურნებისა და ბორდიურის განთავსება. შეიცვლება ფილებიც.


ესკიზი მოწოდებულია მგფ-ს მიერ

თუმცა, ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტებში არსად ჩანს ის ახალი ობიექტი, რომელიც "სავანეს" დანგრევის შემდეგ, მის ადგილზე უნდა მოეწყოს.  

ბულვარის რეაბილიტაცია (საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასთან ერთად) შპს „დაგს“ ევალება, რომელმაც პარკის კეთილმოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერში [NAT220025121] გაიმარჯვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია პარკის მიმდებარე შენობების რეაბილიტაცია და საფეხმავლო სივრცის მოწესრიგებაც.

"სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება პარკის მიმდებარე შენობებზე. კერძოდ, ნიუ პორტისა და დვალიშვილის ქუჩებზე. ამაზე ქუჩებზე მოხდება მთლიანი საფეხმავლო ზოლის მოწესრიგება, ქვაფენილის დაგება, განათების ბოძების შეცვლა/დამატება",- აღნიშნულია მგფ-დან გამოთხოვილ წერილში.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისის ბულვარისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების რეაბილიტაციის პროექტს სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში (Design-Build მეთოდით) აკეთდებს. აღნიშნულისთვის 14 მილიონ 850 000 ლარია გამოყოფილი.

კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება ქუთაისის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქციისთვის, ამაზე მგფ-დან ზოგადი პასუხი მივიღეთ. მოგვწერეს, რომ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო პროგრამის ფარგლებში, პრეისკურანტის საფუძველზე განხორციელდება და ცალკე ობიექტის მიხედვით დაყოფილი არ არის.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

რატომ ჩაიშალა ბულვარის რეაბილიტაცია წლების წინ - "ქუთაისიპოსტის" მასალა ნახეთ აქ.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში. ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

ამავე თემაზე:


რამდენიმეწლიანი დაპირების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია იწყება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.