გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივნისამდე საქართველოში,
სითბოს ფონზე, წვიმიანი ამინდები შენარჩუნდება, ზოგან ელჭექით.
ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში
შესაძლებელია სეტყვაც.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი
იქნება. 15 ივნისს ტემპერატურა დაიკლებს და ზოგან ძლიერად
იწვიმებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები