ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის
თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მეორე კვირაა
მიმდინარეობს.
სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ბრიტანია
ქონსთრაქშენი".
ქუთაისის ოპერის რეკონსტრუქცია გულისხმობს თეატრის შენობის სრულ
განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას. პროექტი კულტურის
სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაოები 22 თვეში უნდა დასრულდეს. მანამდე თეატრი ქუთაისის
კონსერვატორიაში გააგრძელებს საქმიანობას. საოპერო სპექტაკლებს კი
მესხიშილის თეატრში გამართავს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.
ოპერის თეატრის რეკონსტრუქციისთვის გასულ წელს მომზადდა
სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია, რომელშიც კულტურის სამინისტრომ 300 000 ლარი
გაიღო.
აღნიშნული სამუშაო არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს "ჯორჯიან
ჰაუსმა" შეასრულა. აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის
პროექტი, "ჯორჯიან ჰაუსის" დაკვეთით ფინურმა კომპანია "აკუკონმა"
შეიმუშავა.
კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენმა" ქუთაისში
მანამდე ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია
განახორციელა.
ქუთაისის ოპერის თეატრის განახლება რეკონსტრუქია ბოლოს 2010 წელს
შესრულდა და მისი საზეიმო გახსნა 2010 წლის
დეკემბერში შედგა.
მასალის გამოყენების პირობები