გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, უახლოესს
დღეებში ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.
კერძოდ, 13 ივნისამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული
იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში
შესაძლებელია სეტყვაც.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა
და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები