დღეიდან, 7 ივნისიდან, ქუთაისში, შარტავასა და ზ. გამსახურდიას
ქუჩების გადაკვეთაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდება.
მიზეზი გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო
სამუშაოებია.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, N20 ავტობუსი აღარ
შეუხვევს შარტავას ქუჩაზე და ირაკლი აბაშიძის ქუჩით იმოძრავებს. N10
ავტობუსი კი, ნაცვლად შარტავას ქუჩისა, იმოძრავებს ი. აბაშიძის ქუჩის
გავლით, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე.
ზ. გამსახურდიას გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 5
მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კეთილმოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს
,,გზამშენი XXI" ახორციელებს. სამუშაოები 2023 წლის 20 სექტემბერს
უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები