გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ საქართველო
მომავალ წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად
დაასახელა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ
ბულგარეთში, სოფიაში, ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე მიიღო.
სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ევროპის კომისიის
წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
2024 წელს ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება "მშვიდობა და ტურიზმი".
მასალის გამოყენების პირობები