„ტელესკოლის“ მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო
სკოლის მოსწავლე დემეტრე წურწუმია გახდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე სკოლიდან, გამარჯვებულების ათეულში, კიდევ
ორი მოსწავლე ნიკა ფხაკაძე (მე-4 ადგილი) და ილია მანჯგალაძე (მე-8
ადგილი) მოხვდა.
„ძალიან მიხარია რომ გავიმარჯვე „ტელესკოლის“ ოლიმპიადაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს, ყველა გულშემატკივარს
და იმ ადამიანებს, რომლებიც მხარში მედგნენ,
მგულშემატკივრობდნენ“, - განაცხადა დემეტრე წურწუმიამ.
ოლიმპიადის ფარგლებში სულ 30 გამარჯვებული გამოვლინდა. მათგან ათი
საუკეთესო პრიზებით დაჯილდოვდა, დიპლომები გადაეცათ მათემატიკის
ოლიმპიადის ფინალისტების მასწავლებლებსაც.
ონლაინ ოლიმპიადაზე, რომელიც წელს მეორედ ჩატარდა, 3 200 მოსწავლე
დარეგისტრირდა და 27 ქალაქი მონაწილეობდა. ოლიმპიადამ თითქმის მთელი
საქართველო მოიცვა.
მასში მონაწილეობის მიღება ჩვენი ქვეყნის ყველა (საჯარო და კერძო)
სკოლის V-VI კლასის მოსწავლეს შეეძლო. აქტივობა მიზნად ისახავს
მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და
არასტანდარტული შინაარსის ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის
დაუფლებას.
ფოტო: "ტელესკოლა"
მასალის გამოყენების პირობები