უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის დაახლოებით 208 910
ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 540 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში,
- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური
შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები
მოიცავს: 3 819 ტანკს, 7 490 ჯავშანტექნიკას, 3 501 ერთეულ
საარტილერიო სისტემას, 313 საბრძოლო თვითმფრინავს და 298 ვერტმფრენს,
6 267 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 137 უპილოტო
საფრენ აპარატს, 465 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 117 ფრთოსან
რაკეტას.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასთან 2022 წლის 24 თებერვალს
დაიწო.
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები