ექვსთვიანი
ბოიკოტის შემდეგ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების სხდომებს
დაუბრუნდნენ.
ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციური პარტიის წევრები საკრებულოს სხდომაზე
საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოვიდნენ. ამასთან, მოუტანეს
ბანერი წარწერით "Free Misha".
საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში
გასული წლის დეკემბრიდან იმყოფება. მაშინ პარტიის წევრებმა
განაცხადეს, რომ საკრებულოს საქმიანობას ბოიკოტს მანამ
გამოუცხადებდნენ, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ
საზღვარგარეთ არ გადაიყვანდნენ.
მასალის გამოყენების პირობები