1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში სხვადასხვა
აქტივობაა დაგეგმილი.
14:00 საათიდან, ვერიკოს სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ქუთაისის
კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“
ფილიალების მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. გარდა
ამისა, წარმოდგენილი იქნება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის
აღსაზრდელების სამეჯლისო ცეკვა ქოლგებით.
16:30 – 18:30 საათზე მსმენელის წინაშე სკოლა „პროგრესის“ ბენდი და
სოლო შემსრულებლები წარსდგებიან.
ამასთან, ე.წ სიყვარულის ბაღში მოზარდების ნამუშევრების გამოფენები
გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ე.წ გორის პარკში, პატარებისთვის 1, 2 და 3 ივნისს
ატრაქციონები უფასო იქნება.
ამავე თემაზე:
რომელი ატრაქციონები მოემსახურება უფასოდ ბავშვებს 1
ივნისს ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები