1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისში ატრაქციონები უფასო იქნება.
მერიის ინფორმაციით, გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების
პარკში, პატარებს 10 საბავშვო ატრაქციონი უფასოდ მოემსახურება, ხოლო
მოზრდილთა 4 ატრაქციონის საფასური 3 ლარის ნაცვლად 2 ლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ საბაგირო გზით სარგებლობის საფასური არ
იცვლება.
ე.წ გორის პარკში ატრაქციონები უფასო 1, 2 და 3 ივნისს იქნება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში, პირველად, 1950 წელს
აღინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები