ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა
ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს.
ქალაქის ქუჩების ნაწილი საქართველოს დროშებითაა მორთულია, ცენტრალურ
ბულვარში კი
გასამართი ღონისძიებებისთვის სივრცეები ეწყობა.
აღსანიშნავია, რომ წელს ევროკავშირის დროშა ქალაქში არსად ჩანს.
სხვადასხვა სახის აქტივობა ქალაქში 14:00 საათიდანაა დაგეგმილი,
საღამოს კი დასკვნითი კონცერტი ჩატარდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო,
აღმაშენებლის (ცენტრალურ) მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე,
კოლუმბია-მისურის ქუჩის კვეთიდან წმინდა ნინოს ქუჩის კვეთამდე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით
შეწყდება.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით,
საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
ამავე თემაზე:
ქუთაისი, ევროპის უძველესი ქალაქი, ევროკავშირის
სიმბოლიკის გარეშე
რა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში 26 მაისს (პროგრამა)
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა
დროებით შეიზღუდება
მასალის გამოყენების პირობები