"თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილმა
შემადგენლობამ საკუთარი პარტიის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს მიმართა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პარტიის ყოფილი წევრების სარჩელი
წარმოებაში უკვე მიიღო.
ცენტრსა და ქუთაისის რაიონულ ორგანიზაციას შორის
დაპირისპირება 2016 წლის 10 იანვარს ჩატარებული
გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებას მოჰყვა.
გამგეობის სხდომამ "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის
შიდა სტრუქტურა გააუქმა.
პარტიის ლიდერმა,
ირაკლი ალასანიამ მოგვიანებით ამის შესახებ
განმარტა, რომ მომხდარი ცვლილება პარტიაში მიმდინარე სტრუქტურულ
რეორგანიზაციას უკავშირდება.
"ეს პარტიაში ყოველდღიური რუტინული პროცესია და ამაში საგანგაშოს
ვერაფერს ვხედავ. ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის
ჩატარებამდე, სანამ დელეგატები ახალ ხელმძღვანელობას აირჩევენ,
ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვა დაევალა გიორგი
ხაზარაძეს," - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
სტრუქტურული რეორგანიზაცია ქუთაისის რაიონულ ორგანიზაციაში
ლიკვიდაციად შეაფასეს.
მასალის გამოყენების პირობები