ცაგერთან, მდინარე ცხენისწყალში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი იმ ახალგაზრდას ეკუთვნის, რომელიც
რამდენიმე დღის წინ ლენტეხში გაუჩინარდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაკარგული წყალტუბოს სოფელ საყულიაში
ცხოვრობდა, თუმცა წარმოშობით სვანეთიდან იყო და ყოფილ სოფელში
იმყოფებოდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
ფოტო: ზურა ბაუჟაძე
მასალის გამოყენების პირობები