არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi
ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.
ინფორმაციას საამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია
მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან, აბუ დაბი - ქუთაისი - აბუ დაბის
მიმართულებით კვირაში 2 სიხშირეს დაამატეს, ზაფხულის სანავიგაციო
სეზონის ბოლომდე კი ფრენები კვირაში 9 სიხშირით შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Wizz Air Abu Dhabi-ის გაზრდილი
სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები