„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის შეჩერების მოთხოვნით,
ქუთაისის მერიას წერილით
საინიციატივო ჯგუფის შემდეგ, „მემკვიდრეობის
პლატფორმის“ წევრები მიმართავენ.
„ქალაქ ქუთაისში მდებარე „ოქროს ჩარდახი“ წარმოადგენს
იმერეთის მეფეთა XVII საუკუნის რეზიდენციიდან ერთადერთ შემორჩენილ
ნაგებობას. უნიკალური შენობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული
ძეგლია.
მისასალმებელია, რომ იგეგმება ძეგლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
თუმცა, რეკონსტრუქციის არსებული პროექტით განსაზღვრული ჩარევები
შეუსაბამოა მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის პრინციპებთან:
სახელოვნებათმცოდნეო კვლევა არ არის სიღრმისეული, პროექტის
კონსტრუქციული და რესტავრაციის ნაწილები არ ესადაგება ერთამენთს,
იგეგმება რკინა-ბეტონის და ლითონის სვეტების გამოყენება ხის შესაფუთად
და თაღოვანი კონსტრუქციების შემინვა ალუმინის ფანჯრებით, არ
ჩატარებულა ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა და არ არის შემუშავებული
„ოქროს ჩარდახის“ შენობის სამომავლო დანიშნულება. დაუშვებელია ძეგლზე
სამუშაოს დაწყება აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების გარეშე.
მივმართავთ ქალაქ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას, ქუთაისის
მერიას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს,
თხოვნით, „ოქროს ჩარდახის“ პირვანდელი ისტორიული სახის
შესანარჩუნებლად და მისი უნიკალური კულტურული მნიშვნელობის დასაცავად,
იქნას მიღებილი შესაბამისი ზომები: შეწყდეს მიმდინარე სამუშოები
ძეგლზე და შესაბამისი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის
შემუშავების შემდეგ მოხდეს ძეგლის რესტავრაცია“,- აღნიშნულია
წერილში.
განცხადებას ხელს პლატფორმის შემდეგი წევრები: ICOMOS საქართველო,
ICOM საქართველო, საქართველოს ეროვნული ფონდი, ლურჯი ფარის
საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საზოგადოება ბათომი, CDC სათემო
განვითარების ცენტრი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, მე
ვარ ქალაქი, მწვანე ალტერნატივა, ქართული სახლი, მდგრადი კავკასია
აწერენ.
ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, „ოქროს
ჩარდახის“ სახელწოდებით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა
პეტიციაც შეადგინა, რომელსაც ერთ კვირაში 1349
მოქალაქემ მოაწერა ხელი.
ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ოქროს ჩარდახის პროექტი შპს
„მნ-პროექტმა“ მოამზადა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი სამშენებლო
კომპანია "ივერთმშენი" 955 555 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ამავე თემაზე:
"შეჩერდეს ოქროს ჩარდახის სარეაბილიტაციო სამუშაოები"
- ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ
ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები