ხონში, სადაც მიუსაფარ ძაღლს ცოფის
ვირუსი დაუდასტურდა, ერთთვიანი კარანტინი
გამოცხადდება.
შესაბამისი წერილით სურსათის ეროვნული სააგენტომ სახელმწიფო
რწმუნებულს უკვე მიმართა.
„კანონმდებლობის პერიოდში ჩვენი სააგენტო განახორციელებს
დეზინფექციებს და იძულებით ვაქცინაციებს, რწმუნებული კი დაავალებს
ქალაქის მერს თავის გასატარებელ ღონისძიებებს“, - განმარტავენ
სააგენტოში.
უმეთვალყურეო ძაღლმა, რომელსაც ხონში ცოფი დაუდასტურდა, სამი ბავშვი
და რამდენიმე მოქალაქე დაკბინა.
თავდაპირველად ცოფის შემთხვევები რაჭაში დადასტურდა, შემდეგ
მარტვილში, ახლახანს კი ქუთაისის ორ ქუჩაზე (თაბუკაშვილისა და
ბათუმის).
მასალის გამოყენების პირობები