მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი - თბილისი -
სოჭის და მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას
იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფრომაციით, აღნიშნული ავიაკომპანია
ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.
„Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი
განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი -
თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3
სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება.
მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები
ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით,
ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს“, - აღნიშნულია ავიაციის
სააგენტოს ინფორმაციაში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების
განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე
წლის 18 მაისს მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ საქართველოში ფრენის უფლება მისცა
კომპანია Azimuth Airlines-საც, რომელიც პირველ ფრენას საქართველოში
დღეს შეასრულებს. პირველი რუსული თვითმფრინავის ჩამოსვლას
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები
აეროპორტში საპროტესტო აქციით ხვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები