ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე
ერთ-ერთი მარკეტის მოლარე ოპერატორს, ძალის გამოყენებით სალაროს უჯრა
გასტაცა (მასში არსებული თანხით) და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
პოლიციამ ძარცვის შედეგად დაუფლებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად
ამოიღო“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3
ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობის გამოყენებით
ჩადენილ ძარცვას გულისხმობს.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
ყაჩაღობა ქუთაისში - შეიარაღებული პირი მაღაზიაში შეიჭრა
მასალის გამოყენების პირობები