ქუთაისში, ჭომაში მდებარე უძველესი სამკურნალო აბანოების
განაშენიანების საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
„რუას აბანოების“ მოწესრიგებასა და ტურისტულად მიმზიდველ ადგილად
გადაქცევაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში ,,ქუთაისიპოსტზე"
გამოქვეყნებული მასალის შემდეგ დაიწყეს
საუბარი.
უფრო კონკრეტულად, მერიამ ერთადერთი რაც გააკეთა არის ის, რომ
ტერიტორიის განაშენიანების იდეების კონცეფციაზე
კონკურსი გამოცხადდა, გამარჯვებულიც (ერთი წლის
წინ) გამოვლინდა, თუმცა, ქალაქში ერთ-ერთი ტურისტული ატრაქციის
მოწყობის საქმე წინ არ წასულა.
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ახლახანს
მოხდა გენერალური გეგმის პირველი ეტაპის (კონცეფციის) დოკუმენტის
მიღება, გამომდინარე აქედან, შესაძლოა მოხდეს ცვლილება დოკუმენტში და
მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შემუშავებული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია (რუას აბანოების)“, - ვკითხულობთ ქუთაისის
მერიის ოფიციალურ წერილში.
რუას ქუჩის მიმდებარედ არსებული ისტორიული აბანოებისა და აუთვისებელი
ტერიტორიების კეთილმოწყობის შემთხვევაში, აღნიშნული ადგილობრივი
ირაკლი ხატელიშვილის კონცეფციის მიხედვით უნდა მოხდეს, რომელმაც ამ
ლოკაციის განახლება-რეაბილიტაციის კონცეფციის შესარჩევად გამოცხადებულ
კონკურსში გაიმარჯვა.
როგორც მერიაში განმარტავენ, გამარჯვებული საპროექტო იდეა მოიცავს
როგორც ისტორიული აბანოების ტერიტორიის კეთილმოწყობას, ასევე
მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი-მოსასვენებელი სივრცის მოწყობას
სკვერის სახით.
"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ქალაქში, მდინარე რუას
კალაპოტში ამოკვეთილი ძველთაძველი სამკურნალო აბანოები მე-12
საუკუნეში აღმოაჩინეს. თავის დროზე, სწორედ რუას წყლის სამკურნალო
თვისებები გამხდარა ტყით დაფარულ ტერიტორიაზე დასახლების საბაბი.
ამავე
თემაზე:
რუას აბანოების განაშენიანების კონკურსზე ორი
განაცხადი შევიდა
ქუთაისის მერია რუას აბანოების განაშენიანების
კონცეფციის შერჩევაზე კონკურსს აცხადებს
,,ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ რუას
ისტორიული აბანოები მოწესრიგდება
კანალიზაციით და შლამით სავსე ისტორიული აბანო ქუთაისში (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები