ახალი ამბები
"გამგებელიც მგელმა შეჭამა, თუ სადაა?" - ჭიათურის სოფელში დახმარებას ითხოვენ
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში მგლების შემოსევაა - აღნიშნულის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ მტაცებელმა ათეულობით შინაური პირუტყვი დაგლიჯა და ამით მათ საარსებო წყარო წაართვა.

„ამ ორ თვეში უკვე მეათე სული საქონელია დაკლული მგლისგან, საშველი ხო უნდა დაადგეს ამ ყველაფერს?“, - ამბობს ადგილობრივი კობა შეყილაძე.

„ასეთ დღეში ვართ თითქმის ყველა ოჯახი. სამი წლის უკან ორი ახალგაზრდა ძროხა დამიკლა, შემდეგ მათი შვილი, ამ ერთ თვის უკან კი 1 წლის სანაშენო მოზარდი. მეზობელს ძროხა და დედა ღორი შეუჭამა, რა გვეშველება? მტაცებლებისთვის ვზრდით პირუტყვს? გარბის ხალხი სოფლიდან, თუ ვერაფერი იყოლიე, რა ქნას აბა გლეხმა“, - განმარტავს მზექალა მუმლაძე.

მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

"რა უნდა ქნას ხალხმა, პირუტყვით ირჩენენ თავს სოფელში და ესეც შეუძლებელი გახდა. გამგებელიც მგელმა შეჭამა, თუ სადაა ამ დროს?", - ამბობს ქეთი ცხოვრებაძე.

"სოფლის გამგებელი მოიკითხეთ, სადაა? თუ მგლისგან არაა შეჭმული, იქნებ მთავრობაში განაცხადოს ეს ინფორმაცია და რაღაცით დაეხმაროს სოფელს, თორემ მალე ადამიანებზეც დაიწყებენ ნადირობას“, - განმარტავს შორენა შეყილაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მგელს მოკლავენ, ზარალთან ერთად, ჯარიმაც ექნებათ გადასახდელი, აეკრძალებათ ნადირობაც, ამიტომ მტაცებლის გამოხშირვის ლიცენზია ესაჭიროებათ.

სოფელ გეზრულში მერის წარმომადგენელი დავით ხოჯანაშვილი ამბობს, რომ ამ სიტუაციაში რაც მას შეუძლია გააკეთოს, ისაა, რომ აცნობებს ადგილობრივ თვითმმართველობას, ეს უკანასკნელი - გარემოს დაცვის სამინისტროს და გაიცემა მტაცებლის ნადირობაზე ლიცენზია.

„შარშანწინ გაკეთებული გვქონდა ლიცენზია მგლების ამოღების თაობაზე. ვიყავით გეზრულის მოსახლეობის ერთი ჯგუფი (4-5 კაცი, მათ შორის მეც) შეკრებილი, დანარჩენმა ნაწილმა არ ისურვა ჩვენთან ერთად ნადირობა, თავისთავად, ვერერთი ცალი ვერ ამოვიღეთ. ამიტომ შარშან აღარ გამიკეთებია, რადგან 40-50 კაცი მაინც სჭირდება რომ ამოიღოს ეს მტაცებელი ცხოველი. ამასთან, მოსახლეობა დილით გაუშვებს საქონელს და საღამომდე არ კითხულობს. მეზობელ სოფელ თვალუეთში საქონელს მწყემსავს მოსახლეობა და გეზრულში, ფაქტობრივად, უპატრონოდაა გაშვებული. მე რაც შემიძლია ისაა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ვაცნობო, ეს უკანასკნელი აცნობებს გარემოს დაცვის სამინისტროს და გაიცემა ლიცენზია", - განმარტავს დავით ხოჯანაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბაღდათისა და ზესტაფონის მაღალმთიან სოფლებშიც ანალოგიური პრობლემა ფიქსირდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.