ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას, ვარციხე-როხის,
ბაღდათი-ვანი-დაფნარის და ზესტაფონი-ბაღდათის შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის საავტომობილო გზების 16 ლოკაციაზე ნომრის ამომცნობი
ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი განხორციელდა.
ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს, სადაც
განმარტავენ, რომ კამერები გახშირებული ავარიების თავიდან აცილების
მიზნით და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაამონტაჟეს.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული რეგულაციები:
ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა პკ. 09კმ+380მ. (კამერა
3 ცალი)---70 კმ/სთ;
ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა პკ. 16კმ+400მ. (კამერა
2 ცალი)---50 კმ/სთ და 70 კმ/სთ;
ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა პკ. 19კმ+630მ. (კამერა
2 ცალი)---40 კმ/სთ;
ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა პკ. 21კმ+800მ. ---40
კმ/სთ;
ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა პკ. 24კმ+780მ. ---40
კმ/სთ;
ვარციხე-როხი პკ. 06კმ+370მ.---40 კმ/სთ;
ვარციხე-როხი პკ. 03კმ+880მ.---40 კმ/სთ;
ვარციხე-როხი პკ. 02კმ+550მ. (კამერა 2 ცალი)---40 კმ/სთ;
ვარციხე-როხი პკ. 01კმ+100მ.---70 კმ/სთ;
ბაღდათი-ვანი-დაფნარი პკ. 00კმ+450მ.---40 კმ/სთ;
ბაღდათი-ვანი-დაფნარი პკ. 04კმ+230მ.---40 კმ/სთ;
ბაღდათი-ვანი-დაფნარი პკ. 8კმ+550მ.---40 კმ/სთ;
ბაღდათი-ვანი-დაფნარი პკ. 11კმ+750მ. (კამერა 3 ცალი)---40 კმ/სთ;
ზესტაფონი-ბაღდათი პკ. 17კმ+450მ.---40 კმ/სთ;
სოფელ ვარციხეში გეგუთის გზაზე ---40 კმ/სთ;
სოფელ დიმში ფულარიანების უბანში---40 კმ/სთ“,- აღნიშნულია ბაღდათის
მერიის განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, კამერები ფუნქციონირებას
ორშაბათს, 22 მაისიდან დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები