საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქრთამის აღების
ფაქტებზე, სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს“ იმერეთისა და
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური
სარგებლის მიღების მიზნით, მათი სამოქმედო სატყეო უბნებიდან მიწის
ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ,
მოქალაქეებს ქრთამის სახით მოსთხოვეს და მიიღეს ფულადი თანხები, რა
დროსაც მოხდა მათი მხილება.
აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით
თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალიწინებს.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან
კოორდინაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში
მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“,- აღნიშნულია
საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები