შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის
უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის
მასა ჩამოიშალა.
ამის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო
მოძრაობა დროებით აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე
უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი
სამუშაოები.
ფოტო: ინტერნეტსივრცე
მასალის გამოყენების პირობები