საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა, სავარაუდოდ, პირველი
ივნისიდან გაძვირდება.
შესაბამისი სახის შეტყობინებები ტურიზმის დარგის წარმომადგენლებს
მიუვიდათ, რის შესახებაც გიდები და ტუროპერატორები სოციალურ ქსელში
წერენ.
„სეზონის დასაწყისში, დღეს გვამცნეს რომ გაძვირდა: პრომეთე, კინჩხა,
სათაფლია, ოკაცე, მარტვილის შესასვლელი ბილეთების ღირებულება. ერთხელ
მაინც მოიფიქრონ და სანამ ტურპაკეტებს ავაწყობთ, მანამდე
გაგვაფრთხილონ“, - წერს სასტუმროების მმართველი და ტურისტული
კომპანიის დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.
მისივე ცნობით, ბილეთის საფასური 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. მათ
შორის, პრომეთეს მღვიმეში შესვლის საფასური - 25 ლარი, მარტვილის
კანიონზე კი - 20 ლარი გახდა.
ტურიზმის დარგის წარმომადგენლებისთვის გაგზავნილი შეტყობინების
მიხედვით, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს
მარტვილის, ოკაცეს, კინჩხას, პრომეთეს, სათაფლიას და ნავენახევის
ბილეთების ღირებულების გადახდა გაზრდილი ფასით მოუწევთ.
გავრცელებული ინფორმაციით, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა ბილეთების
ღირებულებას ცვლილება არ შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები