საქართველომ მკაცრად უნდა შეასრულოს სანქციები რუსეთის საავიაციო
ინდუსტრიის წინააღმდეგ და არ დაუშვას რუსული თვითმფრინავების მის
ტერიტორიაზე შესვლა.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა პიტერ
სტანომ განაცხადა.
"ევროკავშირმა აკრძალა თავისი ავიაკომპანიების ფრენები რუსეთში და
მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომელიც აცხადებს,
რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, შეუერთდნენ ამ სანქციებს", -
განაცხადა სტანომ ბრიფინგზე.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, არ მოემსახუროს "არაუსაფრთხო"
რუსულ თვითმფრინავებს, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული
სანქციების შესაბამისად.
პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირს არ აქვს არანაირი მექანიზმი, რაც
საშუალებას მისცემთ, გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების
ქმედებებზე. ბრიუსელი იმედოვნებს, რომ თბილისი ევროინტეგრაციის
პოლიტიკას გააგრძელებს.
რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს.
10 მაისიდან რუსეთის პრეზიდენტმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი
ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილებაც.
მასალის გამოყენების პირობები