26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები გაიმართება.
სხვადასხვა სახის აქტივობა, ქალაქის ცენტრალური ბულვარში, 14:00
საათიდანაა დაგეგმილი, საღამოს კი დასკვნითი კონცერტი ჩატარდება.
ნახეთ სრული პროგრამა:
14:00-16:00 - კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა
14:00-18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა
14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, მასტერკლასები და
სუვენირების დამზადება
14:00-15:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ინდირა
ჯგერენაია, ნანა იამანიძის სტუდია, ანსამბლი „ნაი-ნაი“, ბექა
ბანძელაძის სტუდია „იმერეთის ხმა“, ქუთაისის სახელოვნებო
დაწესებულებათა გაერთიანების შერეული გუნდი
16:00-17:00 - რუსა მორჩილაძე, თემურ თათარაშვილი, გიორგი
ელიზბარაშვილი, ჯგუფი „ალეგრო“
17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო -
საზეიმო აღნიშვნა
17:20 - ჯგუფი „ოჩოს ქოხი“
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით,
საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები