18 მაისს მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება ფრანც გრილპარცერის ტრილოგიის, "ოქროს საწმისი",
მიხედვით სპექტაკლი "მედეა".
სპექტაკლის დადგმა რეჟისორ გოგა თავაძეს ეკუთვნის.
სპექტაკლი ორმოქმედებიანი ტრაგედიაა.
მესხიშვილის თეატრის სცენა 18,19 და 21 მაისს დაეთმობა.
ამის გარდა მაისის რეპერტუარში შევა სპექტაკლები "ტესტოსტერონი",
"ბრემენელი მუსიკოსები", "იქ სადაც ჩემი სახლია" და "ქარი ქრის
ვერხვებში".
მასალის გამოყენების პირობები