ამერიკულმა ჯგუფმა Imagine Dragons უკრაინის მხარდამჭერი
კლიპი გამოუშვა.
სიმღერის სახელმწოდებაა Crushed (დამსხვრეული).
კლიპის ანოტაციაში მითითებულია, რომ ვიდეო გადაღებულია უკრაინის
ფრონტის ხაზზე, ის ყვება უკრაინელი ბიჭის საშას ამბავს, რომლის
ქალაქიც თვეების განმავლობაში იბომბებოდა. საშამ გადაიტანა რუსული
აგრესია საკუთარ თავზ და გადაურჩა დაბომბვებს.
"საშას ამბავი გულსატკენია და მისნაირი ათასობით ადამიანია, ვისაც
დახმარება სჭირდება. მის ოჯახს დღესაც არ აქვს ელექტროენერგია და სხვა
ძირითადი კომუნალური საშუალებები, " - წერია კლიპის აღწერაში.
ჯგუფი თხოვნით მიმართავს მსმენელებს გაიღონ შემოწირულობა
United24-ისთვის და ხმა აიმაღლონ უკრაინაში რუსული აგრესიის
წინააღმდეგ.
Imagine Dragons 31 აგვისტოს თბილისში კონცერტს გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები