9-10 ივნისს ქუთაისში დაგეგმილ როკ-ფესტივალთან დაკავშირებით,
სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
ფესტივალი მუხრანის ტყე-პარკში 18:00 საათზე დაიწყება. ბენდების
გამოსვლა კი 19:00 საათიდან 00:30 საათამდეა დაგეგმილი.
9 ივნისს როკმოყვარულების წინაშე REGGAEON, Mechanical Rainbow,
melqo, skazz და თორნიკე გაგოშვილი წარსდგება, 10 ივნისს კი
„პელარგონია“, „კოსმოსი“, „პანიკა“, ბაჩო ჯიქიძე და ჯგუფი „არა“.
Rockაია 2023-ის ტერიტორიაზე საკარვე სივრცეებიც იქნება
გამოყოფილი.
ამასთან, მუნიციპალური ტრანსპორტი ფესტივალის დასრულებამდე
იმუშავებს.
როკ-კონცერტი ქუთაისში მესამედ ტარდება. დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები