ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში, იმ მიზეზებს
განმარტავენ, რის გამოც ე.წ. ფრანგების უბანში, ქუთაისის ღვთისმშობლის
ხარების სახელობის ტაძარი შემოსაზღვრეს.
ვარლამიშვილის ქუჩაზე, ე.წ. ფრანგების უბანში, ჭიშკარი ეპარქიის მიერ
განთავსდა.
ეპარქიის მოძღვარი და მეუფე იოანესთან დაახლოებული მღვდელი
მატათა ქარქაშაძე ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია ეპარქიის
საკუთრებაა და ჭიშკრის განსათავსებლად დამატებითი ნებართვა არ იყო
საჭირო.
მისივე თქმით, ჭიშკარი იმ მიზნით გაკეთდა, რომ ტერიტორია დაცული იყოს
„ზედმეტი მიმოსვლისგან“ და „ზედმეტი ქმედებებისგან“.
"ეს ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ
ეკლესიას და როგორც სტანდარულ, ნორმალურ პირობებში ხდება, ყველა
ტაძარი არის შემოფარგლული თავისი ღობით. ტაძრების უმეტესობა ჩვენს
ეპარქიაში შემოსაზღვრულია ღობეებით. ჭიშკარი ბაგრატის ტაძარსაც აქვს
და გელათსაც. ამიტომ ეს ტაძარიც შემოიღობა სტანდარტულად, რომ დაცული
იყოს მიმდებარე ტერიტორია ზედმეტი მიმოსვლისგან (ზოგჯერ ცხოველი შედის
ხოლმე) და ზედმეტი ქმედებებისგან“, - განმარტავს მოძღვარი მატათა.
ე.წ ფრანგების უბანში აღნიშნული ჭიშკრის აღმართვას ადგილობრივების
პროტესტი მოჰყვა. გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა სოციოლოგი და რელიგიის
მკვლევარი სოფო ზვიადაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადგილი
სხვადასხვა შენობისა და ხედის კომპლექსია, ისტორიულად ჩამოყალიბებული
გარემოა, ამიტომ აქ ამ ჭიშკრის ადგილი არ არის.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები