ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოების
გამო, ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან ჟ. შარტავას ქუჩის კვეთამდე,
ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდება.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, იცვლება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაც:
N1R, N1L ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან ქალაქის ცენტრის
მიმართულებით იმოძრავებენ 9 აპრილის, ი. აბაშიძის, რუსთაველის
გამზირის გავლით.
N20, N10 ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან ქალაქის ცენტრის
მიმართულებით იმოძრავებენ 9 აპრილის, ი. აბაშიძის, ჟ. შარტავას და
ზ.გამსახურდიას ქუჩების გავლით.
N31-ჭავჭავაძის გამზირიდან იმოძრავებს 9აპრილის, ი.აბაშიძის,
რუსთაველის გამზირიდან, მ. ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით.
ხოლო ქალაქის ცენტრიდან ი.ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით,
ჟ.შარტავას, ი. აბაშიძისა და 9 აპრილის ქუჩის გავლით.
N126 მიკროავტობუსი ი. ჭავჭავაძის გამზირიდან, ორივე მიმართულებით
იმოძრავებს 9 აპრილის ქუჩის გავლით.
ზ. გამსახურდიას გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 5
მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კეთილმოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს
,,გზამშენი XXI" ახორციელებს. სამუშაოები 2023 წლის 20
სექტემბერს უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები