სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2023 წლის პირველ 3 თვეში 46
არასრულწლოვანი გახდა.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში გაუპატიურების 6
შემთხვევაზე 6 არასრულწლოვანი ცნეს დაზარალებულად, დანარჩენი 40
მოზარდი კი, სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
2023 წლის პირველ კვარტალში სულ 366 არასრულწლოვანს მიანიჭა
პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის სხვადასხვა
საქმეში. ყველაზე ხშირად – 168 შემთხვევა – მოზარდი ძალადობის
მსხვერლი ოჯახში გახდა.
ამავე პერიოდში, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში 98
არასრულწლონის წინააღმდეგ დაიწყო სხვადასხვა სახის დანაშაულის
ჩადენისთვის. მოზარდებს ყველაზე ხშირად – 75 შემთხვევა – ქურდობის
მუხლით დანაშაულის ჩადენას ედავება პროკურატურა.
წყარო: batumelebi
მასალის გამოყენების პირობები