კრივში მსოფლიო ჩემპიონის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი
საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს
აცხადებს.
ტურნირის ორგანიზებისთვის ქალაქი 20`000 - მდე ლარს
დახარჯავს.
სპორტული ღონისძიება 2023 წლის 7 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით
გაიმართება.
ტურნირს დიდი ხნის ტრადიცია აქვს და იგი ქუთაისში 2011 წლიდან
იმართება.
აკაკი კაკაურიძე გასული საუკუნის 90-იან წლებში ევროპისა და
მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი იყო.
აკაკი კაკაურიძე 29 წლის ასაკში, აშშ-ში, ჩიკაგოში ავტო-კატასტროფას
ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები