ახალი ამბები
სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 275%-ით გაიზარდა
FaceBook
2023 წლის 1-ელ კვარტალში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 275%-ით გაიზარდა.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში აღნიშნული დანაშაულის 15 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4 იყო. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა მიმდინარე წლის 1-ელ 3 თვეში 80% (12 შემთხვევა) შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 25%-ს (1 შემთხვევა) შეადგენდა.

ოფიციალური მონაცემებით, ქრთამის აღების ფაქტების გარდა, წლიურად გაზრდილია ქრთამის მიცემის ფაქტებიც 100%-ით, უფრო კონკრეტულად კი ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევებზე ფიქსირდება ზრდა. თუ გასული წლის იანვარ-მარტში აღნიშნული დანაშაულის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მიმდინარე წელს 1 შემთხვევა დარეგისტრირდა შესაბამის უწყებაში.

ამასთან, შს სამინისტროს მონაცემებით, მთლიანად სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში წლიურად შემცირებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 113 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში რეგისტრირებული იყო ამ დანაშაულების 136 შემთხვევა. რეგისტრირებული შემთხვევები წლიურად 16.91%-ით არის შემცირებული.

უწყების მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები - 64.86%-ით; 3.57 %-ით შემცირებულია - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები; 38.46%-ით შემცირდა წლიურად სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები; 15.79%-ით სამსახურებრივი სიყალბის, ხოლო 100%-ით არის შემცირებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევები.

წყარო: bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.