ქუთაისის მერია, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის
არეალში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოს დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ელექტრონულ
ტენდერს (NAT230009825) აცხადებს.
საამისოდ ქალაქი 15`000 ლარს დახარჯავს.
ტექნიკურ დავალებაში მითითებულია, რომ აღნიშნულ არეალში მცირე
მეწარმეობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო
დოკუმენტაცია უნდა შეიქმნას, რომელი ინფრასტრუქტურაც მოიცავს
მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცეს. ამ სივრცეში განლაგებული იქნება
საგამოფენო-საფესტივალო ინვენტარი - ნებისმიერი სეზონისთვის
ადაპტირებული სავაჭრო ქოხები (იხ. ვიზუალიზაცია), კულინარიული
პროდუქტების მოსამზადებელი საფესტივალო ტექნიკა, LED ეკრანი, რომელის
საშუალებითაც განხორციელდება სხვადასხვა საპრომოციო და მუსიკალური
ვიდეორგოლების ტრანსლირება. ეკრანი საშუალებას იძლევა მოეწყოს საღამო
კინოჩვენებები, მაგალითად ქართული ფილმები ინგლისური ტიტრებით რაც
უფრო ახლოს გახდის ქართულ კულტურას უცხოელი სტუმრებისთვის. ეკრანის
გამოყენება ასევე დაგეგმილია სხვდასხვა ადგილობრივი პროდუქტების
რეკლამირებისათვის. სპორტული სანახაობების ტრანსლაციებისათვის.
დოკუმენტში ხაზგასმულია რომ ე.წ. ქოხებზე შესრულებული იყოს ხეზე
ნაკვეთი ორნამენტები, რომელიც ისტორიულად სახასიათოა ქალაქის
არქიტექტურისათვის.
დეტალური პროექტის შედეგამდე პროექტის გეგმა, ობიექტების ზომები,
რაოდენობა და ესკიზები უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან
მასალის გამოყენების პირობები