ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ,
2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ.
აღნიშნულს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა უკვე
დაამტკიცა.
დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულია, რომ ზოგადი განათლების
დაწყებით საფეხურზე სწავლების დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც ბავშვს
სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება, ხოლო ის ბავშვები,
რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან
პირველ ნოემბრამდე უსრულდებათ, სწავლის დაწყებას ნაბაყოფლობით,
სურვილის შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის
გადაწყვეტილებით შეძლებენ.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული
წესით განიხილეს, რადგან, როგორც ცნობილია, 17 მაისიდან
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.
მასალის გამოყენების პირობები