"ქუთაისქალაქობა 2023“-ის ფარგლებში, ტრადიციულად, ქალაქის საპატიო
მოქალაქეები აირჩიეს.
დაჯილდოების ცერემონიალი მესხიშვილის თეატრში გაიმართა, სადაც საპატიო
ქუთაისელის წოდება კიდევ 9 ადამიანმა მიიღო.
2023 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:
აწსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს
თავმჯდომარეს, გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქუთაისის
განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ნანული
კაკაურიძეს;
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო
ხელმძღვანელს, კამერული გუნდის მთავარ დირიჟორს ირინა ლომინაძეს;
ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული
განყოფილების ბიბლიოგრაფს, ჟურნალისტიკისა და სამართლის კოლეჯის
დირექტორ-დამფუძნებელს, ჟურნალისტს ნანული ცხვედიანს;
აწსუ-ს სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლექტორს, ტექნიკის
მეცნიერებათა კანდიდატს, ასოცირებულ პროფესორს, ქართველ ებრაელთს
სათვისტომოს თვალსაჩინო წარმომადგენელს დოდო თავდიდიშვილს;
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს;
კათოლიკური ეკლესიის ქალაქის თემის ხელმძღვანელსა და წინამძღვარს მამა
გაბრიელ ბრაგანტინს;
საქართველოს პარლამენტის წევრს, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტს,
იმერეთის რეგიონში ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს გივი ჭიჭინაძეს;
ქუთაისის ყოფილ მერს რამაზ მხეიძეს;
კლინიკა „ლჯ“-ის რედიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს თემურ
ტაბიძეს.
ქუთაისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება ყოველწლიური ტრადიციაა.
საპატიო მოქალაქეების გამოვლენა "გვირილობის" დღესასწაულზე ხდება.
მასალის გამოყენების პირობები