„ქუთაისქალაქობა 2023“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები
გრძელდება.
დღეს, 3 მაისს, ქალაქში ორმაისობასთან დაკავშირებული შემდეგი
აქტივობები გაიმართება:
11:00 სთ - „ქარავან-არტფორუმი ქუთაისი 2023“. კონფერენცია ქუთაისის
სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში „ქარავანსარაი“ - საერთაშორისო
კულტურული გაცვლები და თანამედროვე ქართული ხელოვნება“;
14:00 სთ - „ქუთაისის ფოტოექსპედიცია და მისი შედეგები“;
18:00 სთ - ქართველი კომპოზიტორის შემოქმედების პრეზენტაცია და
მინიკონცერტი ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში;
19:00 სთ - ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური
ანსამბლის კონცერტი ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო
დრამატულ თეატრში.
„გვირილობასთან“ დაკავშირებული
ღონისძიებები 4-5 მაისსაც გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები