1 და 2 მაისს, ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა ნაწილობრივ
შეიზღუდება.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა "გვირილობის" ფარგლებში
დაგეგმილი სხვადასხვა
აქტივობის შეუფერხებლად განხორციელებას
უკავშირდება.
1 მაისს, 12:00 საათიდან , ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა და
პარკირება ცისფერყანწელთა ქუჩაზე.
2 მაისს, 08:00 საათიდან, სრულად შეიზღუდება მოძრაობა და
პარკირება;
ცისფერყანწელთა ქუჩაზე, თეთრ ხიდის მიმდებარედ, პუშკინის ქუჩის
კვეთამდე;
შოთა რუსთაველის გამზირზე, წმ.ნინოს ქუჩის კვეთამდე;
აკაკი წერეთლის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის კვეთამდე;
თამარ მეფის ქუჩაზე, გოგებაშვილის ქუჩის აღმართიდან გელათის ქუჩის
დასაწყისამდე;
მ.ბროსეს ქუჩაზე, (სასტუმროდან ,,ნიუპორტი’’) ვარლამიშვილის ქუჩის
კვეთამდე;
ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე, კოლუმბია-მისურის ქუჩის კვეთიდან
წმ.ნინოს ქუჩის კვეთამდე.
მასალის გამოყენების პირობები