ქუთაისის #30 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე ავტოქარხნის
მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
წინასწარი მონაცემებით, მას მხარი 4 490-მა მოქალაქემ დაუჭირა, რაც
ავტოქარხნის ამომრჩეველთა 21,31%-ს შეადგენს.
ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 26 000-მდე ამომრჩეველი იყო
რეგისტრირებული.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. როგორც ცესკო-ში განმარტავენ,
რიგგარეშე არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამასთან, დღეს
პირველად, ფართოდ გამოიყენეს ელექტრონული ტექნოლოგიები.
აღნიშნულ არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ მიხეილ
გიორგაძეს კონკურენტი არ ჰყავდა.
ქუთაისის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია მას შემდეგ
გახდა ვაკანტური, რაც "ნაციონალური მოძრაობიდან" გამარჯვებული
მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.
რიგგარეშე/შუალედური არჩევნები დღეს 10 მუნიციპალიტეტში
მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები