ხმლით მოფარიკავე ქართველი სანდრო ბაზაძე სამხრეთ კორეის
დედაქალაქ სეულში გამართული გრან-პრის ვერცხლის მედალოსანია.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალური ორთაბრძოლა სამხრეთ კორეის
წარმომადგენელ სანგუკ ოსთან (15:14) დათმო.
უაღრესად დაზაბულ შეხვედრაში სამხრეთ კორეელი შეხვედრის
მიწურულს 14:11 დაწინაურდა. სანდრო ბაზაძემ შეძლო მობილიზება და
ანგარიში გათანაბრა, მაგრამ, სამწუხაროდ, გადამწყვეტი ჩხვლეტა გაუშვა
და სეულის გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
თუმცა მანამდე 2023 წელი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო.
29 წლის სპორტსმენმა, ტუნისში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო
ტურნირზე - გრან პრიზე - ოქროს მედალი მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები