ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ყაზახეთის თოჯინების მე-6
საერთაშორისო ფესტივალიდან
გრან-პრით დაბრუნდა.
ქუთაისის თოჯინების თეატრმა ფესტივალზე წარმოადგინა ნინო მაღლაკელიძის
სპექტაკლი"მახინჯი იხვის ჭუკი".
ფესტივალში თურქეთის, უზბეკეთის, კორეის, ყირგიზეთის, საქართველოს და
თავად ყაზახეთის თეატრალური დასები იღებდნენ მონაწილეობას.
ნინო მაღლაკელიძე ქუთაისელმა მაყურებელმა გაიცნო სპექტაკლით
„ქარი ქრის ვერხვებში“, რომელიც საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ
2020 წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები