"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე" სტრასბურგის
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომში
რუსეთის მხრიდან დარღვევა
დაადგინა და დაზარალებულთათვის კომპენსაციის
სახით რუსეთის ხელისუფლებას 130 მილიონამდე ევროს
გადახდა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს თანხა რუსეთმა საქართველოს
ხელისუფლებას 3 თვის ვადაში ჯამში 129 827 500 ევრო უნდა
გადაუხადოს,
საქართველოს ხელისუფლება რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომში
კონვენციის დარღვევებში სდებდა ბრალს.
ეს დანაშაულები ეხებოდა რუსული და სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ
საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებს, მათ მიმართ არაადამიანურ და
ღირსების შემლახველი მოპყრობას, წამებას, საქართველოს
მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახლებში დაბრუნების
ხელშეშლას და სხვა.
თანხა ომში დაზარალებულ სხვადასხვა პირზე უნდა გადანაწილდეს.
მასალის გამოყენების პირობები