ქუთაისის მერიამ ორმაისობის დღესასწაულზე დაგეგმილი აქტივობების
ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
"გვირილობის" დღესასწაულზე მიძღვნილი ღონისძიებები ძირითადად ისეთივე
ტრადიციულია, როგორც თავად ორმაისობა.
„ქუთაისქალაქობა 2023“-ის აღნიშვნა, როგორც ყოველთვის, ქალაქის
დალოცვით, ბაგრატის ტაძრიდან დაიწყება. ამის შემდეგ ქალაქისა და
მხარის პირველი პირები სამი ოთარის ძეგლს პატივს მიაგებენ და
ყვავილებით შეამკობენ.
12:00 საათიდან ცენტრალურ ბულვარში სტარტს აიღებს ადგილობრივი
მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება სპორტული და საბავშვო
გასართობი აქტივობები.
კულტურული ღონისძიებები დაგეგმილია თეთრი ხიდის მიმდებარედ და ვერიკო
ანჯაფარიძის სკვერშიც. ამასთან, მესხიშვილის თეატრში, სადაც თბილისის
სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებას 20:30 საათზე ცენტრალურ მოედანზე თბილისის ბიგ-ბენდის
გალა-კონცერტი დაასრულებს.
„ქუთაისქალაქობა 2023“ ოთხი დღის მანძილზე გაიმართება.
იხილეთ პროგრამა:
ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა.
გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში
სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული
ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას
ხმარდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები