პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის
მქონე ბავშვების მშობლების ექვსდღიანი პროტესტის
შემდეგ, დღეს პირველად ისაუბრა
და პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.
მისი თქმით, პოლიტიკოსები ცდილობენ "უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ
და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია".
" (პოლიტიკოსები) იმასაც კადრულობენ, რომ მათ (აქონდროპლაზიის
დიაგნოზის ბავშვების) სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ტყუილია.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება... ჩვენ უარს არ გეუბნებით
მაგრამ წამლის მიცემით რომ გართულდეს
ჯანმრთელობის მდგომარეობა პასუხისმგებლობა იქნება ჩვენზე.
ეს არ გვინდა მოხდეს...მინდა სრული თანაგრძნობა გამოვხატო,
სახლმწიფო მთავრობა მათ გვერდით დგას, მაგრამ მინდა ვთხოვო ნუ
გამოაყენებინებენ თავს პოლიტიკოსებს".
ღარიბაშვილის ინფორმაციით, აშშ (სადაც პრეპარატი
Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვიზოდორიტით)
მიიღეს, არ აფინანსებს ამ
პროგრამას. დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო ამ
პროგრამის დაფინანსება და მერე შეაჩერა. წამალი არ უღიარებია
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასაც.
თუმცა 2021 წელს პრეპარატს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ
(FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA), ავტორიზაცია მისცა.
სამაგიეროდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური
დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად
დაფინანსდება.
"300 მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს. ჩვენი
სახელმწიფო აფინანსებს 10 მილიონი ლარია გამოყოფილი დაახლოებით. თუმცა
სამწუხაროდ ყველა ის პირობა არ არის შექმნილი, რომ მათ ხარისხიანი და
მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ
შემთხვევაში გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ.
ძვირი ჯდება საზღვარგარეთ მკურნალობა. ყველას არა აქვს ამის
საშუალება. ეს საკითხი იყო გადაუწყვეტელი. ჩვენი გადაწყვეტილებით
სამასი ონკოლოგიური დიაგნოზის პაციენტი სრულად დაფინანსდება. საამისოდ
30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი. სრულად დავფარავთ
ყველა ხარჯს. "
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების პროტესტი მეექვსე
დღეა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
მშობლების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და
დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი
Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვიზოდორიტით).
მასალის გამოყენების პირობები