2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დროს (2 მარტი - 3 აპრილი)
ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით
განაცხადები ელექტრონულად, 20 აპრილიდან 22 მაისის 18:00
საათამდე მიიღება.
იმ დარეგისტრირებულ გამოსაცდელებს, რომელთაც 2023 წლის ერთიან
ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა
საგრანტო კონკურსზე თანხა ზედმეტად გადაიხადეს, მისი დაბრუნების
თაობაზე განაცხადის წარმოდგენა სპეციალური პროგრამის გამოყენებით,
შემდეგ
ბმულზე შეუძლიათ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საფასური სრულად
ბრუნდება:
თუ 2023 წლის გამოცდებში მონაწილეობისათვის დარეგისტირებულმა პირმა,
რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში
მონაწილეობის მიღებაზე;
თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია;
თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი
ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და
საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
იმ შემთხვევაში, თუ პირმა გადაიხადა რეგისტრაციის საფასური, მაგრამ არ
დარეგისტრირდა, უნდა შეავსოს ამობეჭდილი
განაცხადის ფორმა და წარმოადგინოს შეფასებისა და
გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა
N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც
შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას დოკუმენტბრუნვის
ელექტრონული სისტემის (eflow) გამოყენებით.
განცხადებას უნდა დაერთოს გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი
სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი
(მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის
დაბადების მოწმობა); ასევე, ბანკის მიერ გაცემული საბანკო
რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი
და ანგარიშის დასახელება, აგრეთვე, ანგარიშის მფლობელის პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
"გაითვალისწინეთ, რომ თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე
ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის
ვადაში"- აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მასალის გამოყენების პირობები