საქართველოს რკინიგზისა და ავტო მწარმოებლების ერთობლივი მუშაობის
შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება.
ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს
რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი შემდეგია: საქართველო,
აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური
აზიის მიმართულებით, მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს
იყენებდნენ.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მიმდინარე მოლაპარაკებების
შედეგად, შესაძლოა ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული
გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები