გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 აპრილის დღის ბოლოდან 21
აპრილის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა
ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია სეტყვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი, ამასთან, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა შესაძლებელი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა
საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი
მატება, ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა -
გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში კი თოვლის ზვავების ფორმირება
გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები