თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა მოკლა.
არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანებები ნაჯახით
აქვს მიყენებული.
როგორც ცნობილია, ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ
მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები